ეს კონფიდენციალურობის შესახებ განცხადება შეეხება Microsoft-ის იმ საიტებს, სერვისებსა და პროდუქციას, რომლებიც ახორციელებენ მონაცემთა მოპოვებას და ამ პირობების წარმოჩენას, ისევე, როგორც მათი ოფლაინ პროდუქციის მხარდაჭერის სერვისებს. იგი არ შეეხება Microsoft-ის იმ საიტებს, სერვისებსა და პროდუქციას, რომლებშიც არ არის წარმოჩენილი ეს განცხადება ან მასთან დასაკავშირებელი ლინკები, ან რომლებსაც გააჩნია კონფიდენციალურობის შესახებ საკუთარი განცხადებები.
გთხოვთ, წაიკითხოთ ქვემოთ მოყვანილი დასკვნები და დააწკაპოთ ,,დამატებითი ინფორმაციის მიღებაზე” კონკრეტულ საკითხთან დაკავშრეით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ზემოთ მითითებული პროდუქცია ამ პროდუქციის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადების სანახავად. ამ განცხადებაში მითითებული ზოგიერთი პროდუქცია, სერვისი და თავისებურება შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ბაზარზე. დამატებითი ინფორმაცია Microsoft-ის მიერ თქვენი კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით იხილეთ საიტზე: http://www.microsoft.com/privacy.
Microsoft-ის საიტების უმრავლესობა იყენებს „ქუქი-ფაილებს“, მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომელთა წაკითხვაც შეუძლია ვებ-სერვერს იმ დომენში, რომელიც ქუქი-ფაილს ათავსებს თქვენს ხისტ დისკზე. ქუქი-ფაილები შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი სასურველი პარამეტრების დასაყენებლად, სისტემაში შესვლისას დახმარების გასაწევად, სამიზნე რეკლამის უზრუნველსაყოფად და საიტის ოპერაციების ანალიზისათვის.
ჩვენ ასევე ვიყენებთ ვებ შუქურებს იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ქუქი-ფაილების მოწოდებასა და საკვლევი მასალის შედგენას. ამაში შეიძლება შევიდეს მესამე მხარის ვებ შუქურები, რომლებსაც ეკრძალებათ თქვენი პირადი ინფორმაციის მოპოვება.
ქუქი-ფალებისა და მსგავსი ტექნოლოგიების კონტროლისათვის გაგაჩნიათ მრავალი სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის:
ჩვენ მიერ ქუქი-ფაილების გამოყენება
Microsoft-ის საიტების უმეტესობა ,,ქუქი-ფაილებს” იყენებს. ეს მცირე ტექსტური ფაილებია, რომლებსაც ვებ სერვერი თქვენს ხისტ დისკზე განათავსებს. ქუქი-ფაილები შეიცავს ტექსტს, რომლის წაკითხვაც შეუძლია ვებ სერვერს დომენში, რომელმაც თქვენთვის გამოსცა ეს ქუქი-ფაილი. ეს ტექსტი ხშირად შედგება ციფრებისა და ასოების ძაფისაგან, რომლებსაც შეუძლია თქვენი კომპიუტერის გამორჩევითი იდენტიფიცირება, მაგრამ ის შეიძლება შეიცავდეს ასევე სხვა ინფორმაციასაც. მოგიყვანთ ქუქი-ფაილში შენახული ტექსტის მაგალითს, რომელიც Microsoft-მა შეიძლება დააყენოს თქვენს ხისტ დისკზე, როდესაც ეწვევით ჩვენს ერთ-ერთ საიტს: E3732CA7E319442F97EA48A170C99801
ქუქი-ფაილები შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი მიზნით:
შემდეგ სქემაზე მითითებულია ზოგიერთი ის ქუქი-ფაილი, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ვიყენებთ. ეს სია ამომწურავი არ არის, მაგრამ მისი მიზანია, აგიხსნათ ზოგიერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს. თუ ჩვენს ერთ-ერთ სატს ეწვევით, ამ საიტმა შეიძლება დააყენოს ზოგიერთი ან ყველა შემდეგი ქუქი-ფაილი:
ჩვენს ვებ-გვერდებზე შესვლისას Microsoft-ის მიერ ქუქი-ფაილების განთავსების გარდა, მესამე მხარეებს ასევე შეუძლიათ გარკვეული ქუქი-ფაილების დაყენება თქვენს ხისტ დისკზე, როდესაც შედიხართ Microsoft-ის საიტებზე. რიგ შემთხვევაში ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ დავიქირავეთ მესამე მხარე ჩვენი სახელით გარკვეული სერვისის უზრუნველსაყოფად, როგორიცაა საიტის კვლევა. სხვა შემთხვევებში ეს იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენი საიტები შეიცავს მესამე მხარეების შინაარსს ან რეკლამებს, როგორიცაა ვიდეოები, ახალი შინაარსი ან სხვა სარეკლამო განცხადებების ქსელების მიერ მოწოდებული განცხადებები. ვინაიდან თქვენი ბრაუზერი უკავშირდება ამ მესამე მხარეების ვებ-სერვერებს მოცემული შინაარსის მისაღებად, ამ მესამე მხარეებს შეუძლიათ დააყენონ ან წაიკითხონ საკუთარი ქუქი-ფაილები თქვენს ხისტ დისკზე.
როგორ ხდება ქუქი-ფაილების კონტროლი
მაგალითად, Internet Explorer 9-ში შეგიძლიათ დაბლოკოთ ქუქი-ფაილები შემდეგი ეტაპების საშუალებით:
სხვა ბრაუზერებიდან ქუქი-ფაილების დაბლოკვის ინსტრუქციები ხელმისაწვდომია საიტზე http://www.allaboutcookies.org/manage-cookies/.
გაითვალისწინეთ, რომ თუ აირჩევთ ქუქი-ფაილების დაბლოკვას, შეიძლება ვეღარ შეხვიდეთ და ვეღარ გამოიყენოთ Microsoft-ის იმ საიტებისა და სერვისების ინტერაქტიული მახასიათებლები, რომლებიც დამოკიდებულია ქუქი-ფაილებზე, და შეიძლება ვერ იქნას გათვალისწინებული ზოგიერთი სარეკლამო პარამეტრის არჩევანი, რომელიც დამოკიდებულია ქუქი-ფაილებზე.
მაგალითად, Internet Explorer 9-ში შეგიძლიათ წაშალოთ ქუქი-ფაილები შემდეგი საფეხურების გავლით:
სხვა ბრაუზერებში ქუქი-ფაილების წაშლის ინსტრუქციები ხელმისაწვდომია საიტზე http://www.allaboutcookies.org/manage-cookies/.
გაითვალისწინეთ, რომ თუ აირჩევთ ქუქი-ფაილების წაშლას, მათ მიერ კონტროლირებული ნებისმიერი პარამეტრი, მათ შორის რეკლამის პარამეტრები, წაიშლება და შეიძლება საჭირო გახდეს მათი თავიდან შექმნა.
ბრაუზერის მართვის საშუალებები ,,თვალის დევნების ბლოკირება” და ,,თვალის დევნებისაგან დაცვა”.ზოგიერთი ახალი ბრაუზერი იყენებს ,,თვალის დევნების ბლოკირების” ფუნქციას. თუ ჩართულია, ამ თავისებურებათა უმეტესობა უგზავნის სიგნალს ან პარამეტრს იმ საიტებს, რომლებზეც შედიხართ და მიუთითებს, რომ არ გსურთ, თქვენს ინფორმაციას თვალს ადევნებდნენ. ზოგიერთმა საიტმა (ან მესამე მხარის შინაარსი ამ საიტებზე) შეიძლება გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ თვალის დევნებად მიუხედავად იმისა, რომ თქვენ აირჩიეთ ეს პარამეტრი - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ამ საიტების კონფიდენციალურობის დაცვის მეთოდები.
Internet Explorer 9-ასა და 10-ს გააჩნია თავისებურება, რომელსაც ეწოდება თვალის დევნებისგან დაცვა. თვალის დევნებისგან დაცვა იმ საიტებს, რომლებზედაც შედიხართ, არ აძლევს მესამე მხარის შინაარსის მომწოდებლებისათვის თქვენი შესვლის შესახებ დეტალების ავტომატურად გაგზავნის საშუალებას. როდესაც ამატებთ „თვალის დევნებისაგან დაცვის სიას“, Internet Explorer დაბლოკავს მესამე მხარის შინაარსს, მათ შორის, ქუქი-ფაილებს, სიაში მითითებული ნებისმიერი დასაბლოკი საიტიდან. ამ საიტებზე შესვლის დაბლოკვით Internet Explorer შეზღუდავს იმ ინფორმაციას, რომლის შეგროვებაც შეუძლიათ ამ მესამე მხარეებს თქვენს შესახებ. და როდესაც „თვალის დევნებისაგან დაცვის სია“ გააქტივებული გაქვთ, Internet Explorer გაუგზავნის თვალის დევნების ბლოკირების სიგნალს ან პარამეტრს იმ საიტებს, რომლებზედაც შედიხართ. ამას გარდა, თუ გსურთ, Internet Explorer 10-ში შეგიძლიათ დამოუკიდებლად გამორთოთ/off ან ჩართოთ/on DNT. თვალის დევნებისაგან დაცვის სიებისა და თვალის არ გამოდევნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: Internet Explorer კონფიდენციალურობის შესახებ განცხადება ან Internet Explorer დახმარება.
ინდივიდუალურ სარეკლამო კომპანიებს ასევე შეუძლიათ შესთავაზონ რეკლამის მიღებაზე უარის თქმის საკუთარი საშუალებები და რეკლამირების უფრო მოწინავე მეთოდების არჩევანი. მაგალითად, Microsoft-ის რეკლამირების პარამეტრი და რეკლამის მიღებაზე უარის თქმის კონტროლის საშუალებები ხელმისაწვდომია სატზე http://choice.live.com/advertisementchoice/. გაითვალისწინეთ, რომ უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ აღარ მიიღებთ სარეკლამო განცხადებებს ან ნახავთ ნაკლებ განცხადებას; თუმცა, თუ უარს განაცხადებთ, თქვენ მიერ მიღებული რეკლამა აღარ იქნება მიზნობრივად შერჩეული. ამას გარდა, აცილებით ვერ შეწყდება ინფორმაციის შესვლა ჩვენს სერვერებში, თუმცა პროფილის შექმნა და განახლება შემდგომ ქცევაზე გათვლილი რეკლამის შერჩევისათვის აღარ მოხდება.
ჩვენ მიერ ვებ შუქურების გამოყენება
Microsoft-ის საიტები შეიძლება შეიცავდეს ელექტრონული გამოსახულებების სურათებს, რომლებიც ცნობილია ვებ შუქურების სახელით. მათ ზოგჯერ უწოდებენ ერთპიქსელიან გიფებს - რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ ქუქი-ფაილების ჩვენს საიტებზე მიწოდებას, ამ გვერდებზე შესულ მომხმარებელთა დათვლასა და საერთო ბრენდინგის სერვისის უზრუნველყოფას. მოცემული ვებ შუქურები შეიძლება შევიტანოთ ჩვენს სარეკლამო ელ. საფოსტო გზავნილებში ან საინფორმაციო ბიულეტენებში იმისათვის, რომ დავადგინოთ, გახსნილი იქნა თუ არა გზავნილები და მოხდა თუ არა მათზე რეაგირება.
ასევე შეიძლება ვიმუშაოთ სხვა კომპანიებთან, რომლებიც რეკლამას ათავსებენ Microsoft-ის საიტებზე იმისათვის, რომ მათ საიტებზე ან მათ რეკლამაში განლაგებული იქნას ვებ შუქურები, რათა შევძლოთ სტატისტიკის შემუშავება იმის თაობაზე, თუ რამდენად ხშირად მოჰყვება Microsoft-ის საიტის რეკლამაზე დაწკაპუნებას შეძენა ან სხვა მოქმედება რეკლამის განმთავსებლის საიტზე.
და ბოლოს, Microsoft-ის საიტები შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარეთა ვებ შუქურებს იმისათვის, რომ დახმარება გაგვიწიონ ჩვენი სარეკლამო კამპანიებისა თუ სხვა საიტების ოპერაციების ეფექტურობის შესახებ საერთო სტატისტიკის შემუშავებაში. ამ ვებ-შუქურებს შეუძლია, მესამე მხარეებს მისცენ თქვენს კომპიუტერზე ქუქი-ფაილების დაყენების ან წაკითხვის საშუალება. ჩვენ მესამე მხარეებს ვუკრძალავთ თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომის ან მისი შეგროვების მიზნით ვებ-შუქურების გამოყენებას ჩვენს საიტებზე. მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ უარი თქვათ ამ მესამე მხარის ანალიტიკური კომპანიების მიერ მონაცემთა შეგროვებაზე ან გამოყენებაზე კვლევის თითოეული შემდეგი მომწოდებლების ბმულებზე დაწკაპუნებით:
სხვა მსგავსი ტექნოლოგიები
სტანდარტული ქუქი-ფაილებისა და ვებ შუქურების გარდა, ვებ საიტებს შეუძლიათ ასევე გამოიყენონ სხვა ტექნოლოგიები თქვენს კომპიუტერზე მონაცემთა ფაილების შესანახად და წასაკითხად. ეს შეიძლება შესრულდეს ადგილობრივად ზოგიერთი ფაილის შენახვის საშუალებით, თქვენი პარამეტრების შესანარჩუნებლად ან სისწრაფისა და მუშაობის უნარის გასაუმჯობესებლად. მაგრამ სტანდარტული ქუქი-ფაილების მსგავსად, ის ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენს კომპიუტერზე უნიკალური იდენტიფიკატორის შესანახად, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოყენებული იქნას ქცევისათვის თვალის დევნებისათვის. ეს ტექნოლოგიები მოიცავს ერთობლივი გამოყენების ლოკალურ ობიექტებს (ან ,,ფლეშ-ქუქებს") და Silverlight აპლიკაციის შენახვას.
ერთობლივი გამოყენების ლოკალური ობიექტები ან ,,ფლეშ-ქუქები”. იმ საიტებმა, რომლებიც იყენებს Adobe Flash ტექნოლოგიებს, შეუძლიათ გამოიყენონ ერთობლივი გამოყენების ლოკალური ობიექტები ანუ ,,ფლეშ-ქუქები” თქვენს კომპიუტერში მონაცემების შესანახად. გაითვალისწინეთ, რომ ერთობლივი გამოყენების ლოკალური ობიექტების წაშლის უნარს შეიძლება აკონტროლებდეს ან არ აკონტროლებდეს თქვენი ბრაუზერის პარამეტრები სტანდარტული ქუქი-ფაილებისათვის, რადგან ეს თავისებურება სხვადასხვა ბრაუზერში შეიძლება განსხვავდებოდეს. ,,ფლეშ-ქუქების” მართვის ან დაბლოკვისათვის შედით http://www.macromedia.com/support/documentation/en/flashplayer/help/settings_manager.html.
Silverlight აპლიკაციის შენახვა. იმ ვებ-საიტებს ან აპლიკაციებს, რომლებიც იყენებს Microsoft Silverlight ტექნოლოგიას, ასევე გააჩნიათ მონაცემთა Silverlight აპლიკაციის საშუალებით შენახვის უნარი. ასეთი შენახვის მართვის ან დაბლოკვის შესახებ ინფორმაციისათვის ეწვიეთ Silverlight-ს.
Microsoft აგროვებს მრავალი სახის ინფორმაციას ეფექტური მუშაობისათვის და იმისათვის, რომ უზრუნველგყოთ საუკეთესო პრდუქციით, სერვისით და გამოცდილებით.
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, როდესაც თქვენ რეგისტრირდებით, შედიხართ ჩვენს საიტებსა და სერვისებში და იყენებთ მათ. ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია სხვა კომპანიებიდან.
ამ ინფორმაციას სხვადასხვა გზით მოვიპოვებთ, მათ შორის ვებ-ფორმებიდან, ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა ქუქი-ფაილები, ვებ-ჟურნალი და თქვენი კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა.
Microsoft აგროვებს მრავალი სახის ინფორმაციას ეფექტური მუშაობისათვის და იმისათვის, რომ უზრუნველგყოთ საუკეთესო პროდუქციით, სერვისით და გამოცდილებით. ზოგიერთ ამ ინფორმაციას გვაწვდით უშუალოდ თქვენ. ინფორმაციის ნაწილს ვღებულობთ ჩვენს პროდუქციასა და სერვისებთან თქვენს ურთიერთკავშირზე დაკვირვების შედეგად. ინფორმაციის გარკვეული ნაწილი ხელმისაწვდომია სხვა წყაროებიდან, რომლებიც შეიძლება გავაერთიანოთ უშუალოდ ჩვენს მიერ შეგროვებულ მონაცემებთან. წყაროსაგან განურჩევლად, მიგვაჩნია, რომ ამ ინფორმაციას უნდა მოვეპყროთ სიფრთხილით იმისათვის, რომ დაცული იყოს თქვენი კონფიდენციალურობა.
რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ:
როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას:
ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე მეთოდს და ტექნოლოგიას, რათა მოვიპოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს საიტებსა და სერვისებს, როგორიცაა:
Microsoft იყენებს ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქციის და სერვისების მუშაობისათვის, მათ გასაუმჯობესებლად და მათი პერსონიფიცირებისათვის.
ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენთან კომუნიკაციისათვის, მაგალითად, იმისათვის, რომ შეგატყობინოთ თქვენი ანგარიშისა და უსაფრთხოების განახლების თაობაზე.
ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ინფორმაცია იმისათვის, რომ უფრო სათანადო გავხადოთ ის სარეკლამო განცხადებები, რომლებსაც ხედავთ ჩვენს სარეკლამო მხარდაჭერის მქონე სერვისებში.
Microsoft იყენებს ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქციის და სერვისების მუშაობისათვის, მათ გასაუმჯობესებლად და მათი პერსონიფიცირებისათვის. შესაძლებელია Microsoft-ის ერთი სერვისიდან შეგროვებული ინფორმაციის შერწყმა Microsoft-ის სხვა სერვისების მეშვეობით შეგროვებულ ინფორმაციასთან, იმისათვის, რომ ჩვენთან თქვენი ურთიერთობა გახდეს უფრო სათანადო და პერსონიფიცირებული. ასევე ამ ინფორმაციას შეიძლება დავუმატოთ სხვა კომპანიებიდან მიღებული ინფორმაცია. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა კომპანიების სერვისები, რაც დაგვეხმარება თქვენს IP მისამართზე დაყრდნობით საერთო გეოგრაფიული ზონის დადგენაში იმისათვის, რომ გარკვეული სერვისები შესაბამისობაში იყოს თქვენს გეოგრაფიულ ზონასთან.
ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენთან კომუნიკაცისათვის, მაგალითად, იმისათვის, რომ შეგატყობინოთ, რომ თქვენი სააბონენტო ვადა იწურება, ან რომ ხელმისაწვდომია უსაფრთხოების განახლებული პაკეტები, ან იმისათვის, რომ შეგატყობინოთ, რომ თქვენს მიერ მიღებული უნდა იქნას ზომები თქვენი ანგარიშის აქტიური სტატუსის შესანარჩუნებლად.
Microsoft ჩვენს მრავალ საიტსა და სერვისს უფასოდ გთავაზობთ, ვინაიდან მათ აქვთ სარეკლამო მხარდაჭერა. იმისათვის, რომ ეს სერვისები ფართოდ ხელმისაწვდომი იყოს, ჩვენს მიერ შეგროებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნას იმ სარეკლამო განცხადებების გასაუმჯობესებლად, რომლებსაც ხედავთ, რათა ისინი თქვენს ინტერესებს უფრო მეტად შეესაბამებოდეს.
გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც მითითებულია ამ კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში, ჩვენ არ ვუზიარებთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე მხარეებს თქვენი თანხმობის გარეშე.
გთხოვთ, გაეცნოთ კონფიდენციალურობის შესახებ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიძლება გავანდოთ თქვენი ინფორმაცია, Microsoft-ის ფილიალებისა და გამყიდველი ფირმების ჩათვლით; კანონმდებლობის შესაბამისად და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, თაღლითობასთან საბრძლოველად ან ჩვენი ინტერესების დასაცავად, სიცოცხლის დასაცავად.
დამატებითი ინფორმაციისათვის პირადი ინფორმაციის გაზიარების შესახებ დააწაკაპეთ აქ :
Microsoft-ის ზოგიერთი სერვისი საშუალებას გაძლევთ, იხილოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ონლაინში ან აწარმოოთ მისი რედაქტირება. იმისათვის, რომ სხვებმა ვერ შესძლონ თქვენი პირადი ინფორმაციის ნახვა, თავიდან მოგეთხოვებათ სისტემაში შესვლა. ის, თუ რა სახით იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი თქვენი პირადი ინფორმაცია, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი საიტებით ან სერვისებით სარგებლობთ.
Microsoft.com - შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს პროფილში საიტზე microsoft.com და ახალი ინფორმაციით შეავსოთ, თუ შეხვალთ Microsoft.com პროფილის ცენტრში.
Microsoft საბილინგო და ანგარიშის სერვისები - თუ გაგაჩნიათ Microsoft საბილინგო ანგარიში, შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი ინფორმაცია Microsoft ბილინგის საიტზე ლინკებზე "პირადი ინფორმაცია" ან "საბილინგო ინფორმაცია" დაწკაპუნებით.
Microsoft Connect - თუ თქვენ ხართ Microsoft Connect-ის რეგისტრირებული მომხმარებელი, შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ინფორმაციაში და აწარმოოთ მისი რედაქტირება საიტზე Microsoft Connect თქვენი Connect პროფილის მართვაზე დაწკაპუნებით.
Windows Live - თუ Windows Live სერვისით სარგებლობთ, შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი პროფილის ინფორმაცია, შეცვალოთ პაროლი, ნახოთ უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც დაკავშირებულია თქვენს სარეგისტრაციო მონაცემებთან ან დახუროთ ზოგიერთი ანგარიში, თუ შეხვალთ Windows Live ანგარიშის სერვისებში.
Windows Live საჯარო პროფილი - თუ Windows Live-ში შექმნილი გაქვთ საჯარო პროფილი, ასევე შეგიძლიათ თქვენი საჯარო პროფილის რედაქტირება ან მასში მოყვანილი ინფორმაციის წაშლა, თუ გადახვალთ თქვენს Windows Live პროფილში.
ძებნის რეკლამირება - თუ შეიძენთ ძებნის რეკლამირებას Microsoft რეკლამირების საშუალებით, შესძლებთ თქვენი პირადი ინფორმაციის ნახვას და რედაქტირებას Microsoft adCenter საიტზე.
Microsoft პარტნიორული პროგრამები - თუ რეგისტრირებული ხართ Microsoft პარტნიორულ პროგრამებში, შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი პროფილი და აწარმოოთ მისი რედაქტირება, თუ დააწკაპებთ თქვენი ანგარიშის მართვაზე პარტნიორული პროგრამის საიტზე.
Xbox - თუ თქვენ ხართ Xbox LIVE-ის ან Xbox.com-ის მომხმარებელი, შეგიძლიათ თქვენი პირადი ინფორმაციის, მათ შორის საბილინგო და ანგარიშის მონაცემების, პირადი უსაფრთხოების პარამეტრების, ონლაინ უსაფრთხოების და მონაცემთა გაზიარების პარამეტრების ნახვა ან რედაქტირება, თუ შეხვალთ My Xbox-ში Xbox 360 კონსოლზე ან საიტზე Xbox.com. ანგარიშის ინფორმაციისათვის აირჩიეთ My Xbox, ანგარიშები. სხვა პირადი ინფორმაციის პარამეტრების შემთხვევაში აირჩიეთ My Xbox, შემდეგ პროფილი, შემდეგ ონალინ უსაფრთხოების პარამეტრები.
Zune - თუ გაგაჩნიათ Zune ანგარიში ან ხართ Zune Pass-ის აბონენტი, შეგიძლიათ იხილოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და აწარმოოთ მისი რედაქტირება საიტზე Zune.net (შედით სისტემაში, შედით თქვენს Zune ჩანართში, შემდეგ ჩემს ანგარიშში) ან Zune პროგრამული მომსახურების საშუალებით (შედით სისტემაში, შედით თქვენს Zune ჩანართში, შემდეგ აირჩიეთ Zune.net პროფილი).
თუ არ შეგიძლიათ Microsoft-ის საიტების ან სერვისების მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაციის წვდომა ზემოხსენებული ლინკების მეშვეობით, ამ საიტებს და სერვისებს შეუძლია უზრუნველგყოთ თქვენი მონაცემების წვდომის სხვა საშუალებებით. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Microsoft-ს ამ ვებ-ფორმის საშუალებით. თქვენს პირადი ინფორმაციის წვდომის ან მისი წაშლის თხოვნებს ვუპასუხებთ 30 დღის განმავლობაში.
როდესაც Microsoft-ის საიტი ან სერვისი მიიღებს ინფორმაციას წლოვანების შესახებ, ის დაბლოკავს 13 წლამდე მომხმარებელს ან მიიღებს მშობლის ან მეურვის თანხმობას მათი ბავშვის მიერ ამ საიტით ან სერვისით სარგებლობამდე.
თანხმობის მიღების შემთხვევაში იქმნება ბავშვის ანგარიში, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ანგარიშის შემთხვევაში, მათ შორის გექნებათ სხვა მომხმარებელთან კომუნიკაციის საშუალება.
მშობლებს შეუძლიათ თანხმობაში ცვლილების შეტანა ან მისი გაუქმება კონფიდენციალურობის შესახებ ამ განცხადების შესაბამისად.
როდესაც Microsoft-ის საიტი ან სერვისი მიიღებს ინფორმაციას წლოვანების შესახებ, ის დაბლოკავს 13 წლამდე მომხმარებელს ან მიიღებს მშობლის ან მეურვის თანხმობას ბავშვის მიერ ამ საიტით ან სერვისით სარგებლობამდე. ჩვენთ არ ვთხოვთ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას, ვიდრე ეს საჭიროა მომსახურებისათვის.
თანხმობის გაცემის შემთხვევაში ბავშვის ანგარიშის მიმართ მოქმედებს იგივე წესები, რაც ნებისმიერი სხვა ანგარიშის შემთხვევაში. ბავშვისათვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს კომუნიკაციის ისეთი სერვისები, როგორიცაა ელ. ფოსტა, მესინჯერი და ონლაინ გზავნილების დაფები, და მას შეუძლია თავისუფლად დაამყაროს კომუნიკაცია ნებისმიერი ასაკის სხვა მომხმარებელთან.
მშობლებს შეუძლიათ მანამდე გაკეთებული არჩევანის ცვლილება ან მისი გაუქმება, და ასევე მათი შვილის პირადი ინფორმაციის შემოწმება, რედაქტირება ან მოითხოვონ მისი წაშლა. მაგალითად, Windows Live-ში მშობლებს შეუძლიათ შევიდნენ თავიანთ ანგარიშში და დააწკაპონ "მშობელთა ნებართვებს".
Microsoft-ის საიტების ონლაინ რეკლამებისა და სერვისების უმრავლესობა წარმოჩენილია Microsoft რეკლამირების საშუალებით. როდესაც გაჩვენებთ ონლაინ რეკლამებს, განვათავსებთ ერთ ან მეტ ქუქი-ფაილს იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი კომპიუტერის ამოცნობა, როდესაც გაჩვენებთ რეკლამას. დროთა განმავლობაში შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია იმ საიტებიდან, რომლებზედაც ვათავსებთ სარეკლამო განცხადებებს და გამოვიყენოთ ინფორმაცია უფრო სათანადო სარეკლამო განცხადებების უზრუნველსაყოფად.
შეგიძლიათ უარი განაცხადოთ Microsoft რეკლამისაგან სამიზნე სარეკლამო განცხადებების მიღებაზე, თუ ეწვევით ჩენს სარეკლამო განცხადებების მიღებაზე უარის თქმის გვერდს.
ჩვენი მრავალი საიტი და ონლაინ სამსახური სარეკლამო მხარდაჭერით სარგებლობს.
Microsoft-ის საიტების ონლაინ რეკლამებისა და სერვისების უმრავლესობა წარმოჩენილია Microsoft რეკლამირების საშუალებით. როდესაც გაჩვენებთ ონლაინ რეკლამებს, თქვენს კომპიუტერზე განვათავსებთ ერთ ან მეტ მდგრად ქუქი-ფაილს იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი კომპიუტერის ამოცნობა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გაჩვენებთ რეკლამას. იმის გამო, რომ რეკლამას ვათავსებთ როგორც ჩვენს საკუთარ, ასევე ჩვენი სარეკლამო და გამომცემლი პარტნიორების საიტებზე, ჩვენ დროთა განმავლობაში შეგვიძლია ინფორმაციის შეგროვება იმ გვერდების ტიპის, შინაარსისა და სარეკლამო განცხადებების შესახებ, რომლებზედაც შედიხართ ან რომლებსაც ათვალიერებთ თქვენ ან ისინი, ვინც თქვენი კომპიუტერით სარგებლობს. ეს ინფორმაცია გამოიყენება მრავალი მიზნით, მაგალითად, ხელს გვიწყობს იმაში, რომ თავიდან აგაცილოთ ერთი და იგივე სარეკლამო განცხადებების ნახვა. ჩვენ ასევე ამ ინფორმაციას ვიყენებთ სამიზნე სარეკლამო განცხადებების შერჩევისა და ჩვენებისათვის, რომლებიც, ჩვენის აზრით, თქვენთვის საინტერესო იქნება
შეგიძლიათ უარი განაცხადოთ Microsoft რეკლამირებისაგან სამიზნე სარეკლამო განცხადებების მიღებაზე, თუ ეწვევით ჩვენს სარეკლამო განცხადებების მიღებაზე უარის თქმის გვერდს. დამატებითი ინფორმაციისათვის იმის შესახებ, თუ როგორ აგროვებს და იყენებს Microsoft რეკლამირება ინფორმაციას, გთხოვთ, გაეცნოთ Microsoft რეკლამირების კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადს.
ჩვენ ასევე ვანიჭებთ ჩვენს საიტებზე რეკლამის განცხადების უფლებას მესამე მხარის სარეკლამო კომპანიებს, მათ შორის სხვა სარეკლამო ქსელებს. რიგ შემთხვევაში, ამ მესამე მხარეებს ასევე შეუძლიათ განათავსონ ქუქი-ფაილები ჩვენს კომპიუტერზე. ამჟამად ამ კომპანიების რიცხვში შედის (თუმცა ეს სია არ არის ამომწურავი): 24/7 Real Media, adblade, AdConion, AdFusion, Advertising.com, AppNexus, Bane Media, Brand.net, CasaleMedia, Collective Media, InMobi, Interclick, Jumptap, Millennial Media, nugg.adAG, Mobclix, Mojiva, SpecificMedia, Tribal Fusion, ValueClick, Where.com, Yahoo!, YuMe, Zumobi. ამ კომპანიებს შეუძლიათ შემოგთავაზონ სამიზნე რეკლამის მიღებაზე უარის თქმის საშუალება თავიანთ ქუქი-ფაილებზე დაყრნობით. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ზემოთ მოყვანილი კომპანიების სახელებზე და თითოეული კომპანიის საიტების ლინკებზე დაწკაპუნებით. უმეტესობა მათგანი ასევე არის ქსელური სარეკლამო ინიციატივის ან ციფრული სარეკლამო ალიანსის წევრი, რომლებიც იძლევა მონაწილე კომპანიებისაგან სამიზნე რეკლამის მიღებაზე უარის თქმის მარტივ საშუალებას.
შეგიძლიათ შეწყვიტოთ შემდგომი სარეკლამო ელ. ფოსტის მიღება Microsoft საიტებიდან და სერვისებიდან, რისთვისაც უნდა შეასრულოთ ელ. ფოსტით მიღებული სპეციალური ინსტრუქციები. შესაბამისი მომსახურებიდან გამომდინარე ასევე გექნებათ Microsoft-ის კონკრეტული საიტებისა და სერვისებისაგან სარეკლამო ელ. ფოსტის, სატელეფონო ზარებისა და საფოსტო წერილების მიღების გზების წინასწარ არჩევის საშუალება.
თუ ჩვენგან ღებულობთ სარეკლამო ელ. ფოსტას და გსურთ, შეწყვიტოთ მათი შემდგომი მიღება, ამისათვის უნდა შეასრულოთ ამ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქციები.
შესაბამისი მომსახურებიდან გამომდინარე, ასევე გექნებათ Microsoft-ის კონკრეტული საიტებისა და სერვისებისაგან სარეკლამო ელ. ფოსტის, სატელეფონო ზარებისა და საფოსტო წერილების მიღების გზების წინასწარ არჩევის საშუალება, თუ შეხვალთ შემდეგ გვერდებზე:
ეს ვარიანტები არ ვრცელდება ონლაინური რეკლამების გამოჩენაზე: ამის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ „რეკლამის დისპლეი (გამოსვლა)". ეს არჩევანი ასევე არ შეეხება მომსახურების იმ სავალდებულო კომუნიკაციებს, რომლებიც მიიჩნევა Microsoft-ის გარკვეული მომსახურებების ნაწილად, რომლებიც შეიძლება დროგამოშვებით მიიღოთ გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომსახურებას გააუქმებთ.
როცა ლოკაციაზე დამყარებულ მომსახურებას ან ფუნქციას იყენებთ, ფიჭური ტელეფონის ანძებზე, უსადენო შეერთების წერტილებსა და GPS-ზე არსებული მონაცემები შეიძლება Microsoft-ში გაიგზავნოს. Microsoft იყენებს ლოკაციის ინფორმაციას იმისათვის, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურება მოგაწოდოთ, მოახდინოს თქვენი გამოცდილების ინდივიდუალიზაცია და გააუმჯობესოს Microsoft-ის პროდუქცია და მომსახურება.
გარკვეულმა მომსახურებებმა შეიძლება კონტროლის საშუალება მოგცეთ, როცა ლოკაციის შესახებ ინფორმაცია ეგზავნება Microsoft-ს ან სხვებს. ზოგჯერ ლოკაციის შესახებ ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს სერვისში და შეიძლება აუცილებელი გახდეს ფუნქციის პროგრამის წაშლა ან მომსახურების შეწყვეტა, რათა შეწყდეს ლოკაციის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა. ლოკაციის ფუნქციის გამორთვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თქვენს მოწყობილობაზე დართული დოკუმენტაცია.
დამხმარე მონაცემები წარმოადგენენ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, როდესაც თქვენ გვიგზავნით მხარდაჭერის მოთხოვნას ან რთავთ პრობლემათა ავტომატურ გადამჭრელს. ასეთი ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ და მხარდაჭერის შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, როგორიცაა: საკონტაქტო ან ავთენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ჩეთის სესიის პერსონალიზაციის მონაცემები, ინფორმაცია აპარატურის და პროგრამის მდგომარეობის შესახებ შეცდომის წარმოქმნის და დიაგნოსტიკის მომენტისთვის, სისტემის და რეესტრის მონაცემები პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციების, აპარატურის კონფიგურაციების და, აგრეთვე, შეცდომების მაკონტროლებელი ფაილების შესახებ. ჩვენ ვიყენებთ დამხმარე მონაცემებს, როგორც ეს აღწერილია კონფიდენციალურობის დებულებაში და, დამატებით, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევის გადასაწყვეტად და ტრენინგის მიზნით.
მხარდაჭერა შეიძლება მიიღოთ ტელეფონით, ელფოსტით ან ონლაინ-ჩეთის მეშვეობით. თქვენი ნებართვით, შეიძლება გამოვიყენოთ დისტანციური წვდომა თქვენს სამუშაო დაფაზე დროებითი ნავიგაციისთვის. სატელეფონო საუბრები, ონლაინ-ჩეთის ან დისტანციური წვდომის სესიები მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტებთან შეიძლება ჩაიწეროს და/ან გაკონტროლდეს მონიტორინგის სამსახურის მიერ. დისტანციური წვდომის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა ჩაწერილ ფაილზე სესიის დასრულებისთანავე. ონლაინ-ჩეთის ან დისტანციური წვდომის შემთხვევაში, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაასრულოთ სესია.
მხარდაჭერის შემთხვევის შემდეგ ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ გამოკითხვა თქვენი შენიშვნებისა და შემოთავაზებების შესახებ. მხარდაჭერის გამოკითხვებზე უარის თქმა ხდება Microsoft-ის სხვა კომუნიკაციებისგან ცალკე, მხარდაჭერის სამსახურთან ან ელფოსტის შეტყობინების ქვედა კოლონტიტულში მითითებულ მისამართზე დაკავშირების გზით.
მხარდაჭერის სამსახურის მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაციის შესამოწმებლად და დასარედაქტირებლად დაგვიკავშირდით ვებ-ფორმის საშუალებით.
გარკვეულ კორპორატიულ კლიენტებს შეუძლიათ გაფართოებული მხარდაჭერის შემოთავაზებების შეძენა (მაგალითად, Premier პაკეტი და ა.შ.). ეს შემოთავაზებები შედის მათთან დადებული კონტრაქტის წესებსა და პირობებში.
თანხის გადახდის მონაცემები ინფორმაციაა, რომელსაც მოგვაწვდით, როცა ონლაინზე რაიმეს შეიძენთ.ამაში შეიძლება შევიდეს თანხის გადახდის ინსტრუმენტის ნომერი (მაგ., საკრედიტო ბარათი, PayPal), თქვენი სახელი, ბილინგის მისამართი და ასევე უშიშროების კოდი, რომელიც ასოცირებულია თანხის გადახდის თქვენს ინსტრუმენტთან (მაგ., CSV ან CVV).ამ თავში იხილავთ გადახდის შესახებ თქვენი ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციას.
თანხის გადახდის მონაცემები გამოიყენება თქვენი ტრანსაქციის დასასრულებლად და ასევე გაყალბების დეტექტირებისა და პრევენციისათვის.მონაცემების ამ სახით გამოყენებისათვის Microsoft-მა თანხის გადახდის თქვენი მონაცემები შეიძლება გაუზიაროს ბანკებსა და სხვა უწყებებს, რომლებიც გაატარებენ გადახდის ტრანსაქციებს ან სხვა ფინანსურ სამსახურებს, ასევე იყენებს გაყალბების პრევენციისა და რისკის შესამცირებლად.
როცა თანხის გადახდის მონაცემებს მოგვაწვდით Microsoft-ის ან ორგანიზაციული ანგარიშით შემოსვლისას, ამ მონაცემებს შევინახავთ, რომ მომავალი ტრანსაქციები გაგიადვილოთ.
თუ გსურთ თქვენი გადახდის ინსტრუმენტის ინფორმაციის წაშლა Microsoft-ის ანგარიშიდან, დარეგისტრირდით შემდეგ გვერდზე: https://commerce.microsoft.com. თუ გსურთ, წაშალოთ თანხის გადახდის თქვენი ინსტრუმენტის ინფორმაცია, რომელიც ასოცირებულია თქვენს ორგანიზაციულ ანგარიშთან, დაუკავშირდითდახმარების სამსახურს. როცა ანგარიშს დახურავთ ან გადახდის ინსტრუმენტს წაშლით, Microsoft-მა შეიძლება გადახდის ინსტრუმენტის მონაცემები შეინახოს იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს თქვენი არსებული ტრანსაქციის დასასრულებლად, Microsoft-ის კანონით განსაზღვრული და საანგარიშგებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და გაყალბების დეტექტირებისა და პრევენციისათვის.
Microsoft ანგარიში (აქამდე ცნობილი Windows Live ID და Microsoft Passport-ის სახელით) არის სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დარეგისტრირდეთ Microsoft-ისა და ასევე Microsoft-ის შერჩეული პარტნიორების პროდუქციაში, ვებ-გვერდებსა და სერვისებში. როდესაც შექმნით Microsoft ანგარიშს, ჩვენ გთხოვთ გარკვეული ინფორმაციის მოწოდებას. როდესაც დარეგისტრირდებით საიტზე ან სერვისში თქვენი Microsoft ანგარიშის საშუალებით, ჩვენ შევაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას თქვენი პირადობის დასადასტურებლად ვებ-გვერდის ან სერვისის სახელით იმისათვის, რომ თავიდან აგაცილოთ თქვენი ანგარიშის უკანონო გამოყენება, ვუზრუნველყოთ Microsoft ანგარიშის სერვისის ეფექტურობა და უსაფრთხოება. ჩვენ ასევე გარკვეულ ინფორმაციას ვუგზავნით ვებ-გვერდს ან სერვისს, რომელშიც შეხვედით Microsoft ანგარიშიდან.
დამატებითი ინფორმაცია Microsoft ანგარშის და ასევე Microsoft ანგარიშის შექმნისა და გამოყენების გზების, ანგარიშის რედაქტირების და Microsoft ანგარშისათვის ინფორმაციის შეგროვების შესახებ, და აგრეთვე იმის თაობაზე, თუ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ Microsoft ანგარშთან დაკავშირებულ ინფორმაციას, დააწკაპეთ ,,დამატებითი ინფორმაციის მიღება”-ს.
Microsoft ანგარიში (აქამდე ცნობილი Windows Live ID და Microsoft Passport-ის სახელით) არის სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დარეგისტრირდეთ Microsoft-ისა და ასევე Microsoft-ს შერჩეული პარტნიორების პროდუქციასთან დაკავშირებით, ვებ-გვერდებსა და სერვისებში. ეს მოიცავს შემდეგ პროდუქციას, ვებ-გვერდებსა და სერვისებს:
Microsoft-ის ანგარიშის შექმნა.
შეგიძლიათ, შექმნათ Microsoft ანგარიში აქ ელ. ფოსტის, პაროლისა და ,,ანგარიშის დამადასტურებელი საშუალებების” მეშვეობით, როგორიცაა ალტერნატიული ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, შეკითხვა და საიდუმლო პასუხი. ჩვენ თქვენს "ანგარიშის დამადასტურებელ საშუალებებს” შევინახავთ მხოლოდ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე - მაგალითად, თქვენი პირადობის დასადასტურებლად იმ შემთხვევაში, თუ ვერ შედიხართ თქვენს Microsoft ანგარიშში და გესაჭიროებათ დახმარება, ან პაროლის შესაცვლელად იმ შემთხვევაში, თუ ვერ შედიხართ თქვენს Microsoft ანგარიშთან დაკავშირებულ ელ. ფოსტის მისამართზე. ზოგიერთი სერვისი შეიძლება საჭიროებდეს დამატებით უსაფრთხოებას და ამ შემთხვევაში შეიძლება გთხოვონ უსაფრთხების დამატებითი გასაღების შექმნა. თქვენს Microsoft ანგარიშში შესასვლელი ელ. ფოსტის მისამართი და პაროლი არის თქვენი"აკრედიტაცია" რომელსაც გამოიყენებთ ჩვენს ქსელში აუტენტიფიკაციისათვის. გარდა ამისა, თქვენს სარეგისტრაციო მონაცემებს დაერთვის 64-ბიტიანი უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი და იგი გამოყენებული იქნება თქვენი სარეგისტრაციო მონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის იდენტიფიკაციისათვის.
როდესაც შექმნით Microsoft ანგარიშს, ჩვენ ასევე გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი დემოგრაფიული ინფორმაცია: სქესი, ქვეყანა, დაბადების თარიღი და საფოსტო კოდი. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ დაბადების თარიღი იმისათვის, რომ შევამოწმოთ, მიღებული აქვთ თუ არა ბავშვებს მშობლის ან მეურვის სათანადო თანხმობა, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, ეს დემოგრაფული ინფორმაცა გამოიყენება ჩვენი ონლაინ სარეკლამო სისტემების მიერ იმისათვის, რომ მოგაწოდოთ პერსონალიზირებული რეკლამა იმ პროდუქციისა და სერვისების შესახებ, რომლებსაც სასარგებლოდ მიიჩნევთ, მაგრამ ჩვენი სარეკლამო სისტემები არასოდეს ღებულობენ თქვენს სახელს, გვარს და საკონტაქტო ინფორმაციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სარეკლამო სისტემები არ შეიცავს და არ იყენებს ისეთ ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება თქვენი პირადი და უშუალო იდენტიფიკაცია (როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, ელ. ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი). თუ გირჩევნიათ არ მიიღოთ პერსონალიზირებული სარეკლამო განცხადებები, შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენი არჩევანი თქვენს Microsoft ანგარიშში, თუ ეწვევით ამ გვერდს იმისათვის, რომ საიტებზე ან სერვისებში თქვენი Microsoft ანგარიშით შესვლისას ჩვენმა სარეკლამო სისტემებმა არ მოგაწოდოთ პერსონალიზირებული სარეკლამო განცხადებები. დამატებითი ინფორმაციისათვის იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს Microsoft ინფორმაციას რეკლამირებისათვის, გთხოვთ, იხილოთ Microsoft რეკლამირების კონფიდენციალურობის დამატებითი კომპონენტი.
Microsoft ანგარიშში რეგისტრაციისას შეგიძლიათ გამოიყენოთ Microsoft-ის მიერ უზრუნველყოფილი ელ. ფოსტის მისამართი (როგორიცაა მისამართის დაბოლოებები live.com, hotmail.com ან msn.com) ან მესამე მხარის მიერ უზრუნველყოფილი ელ. ფოსტის მისამართი (როგორიცაა მისამართის დაბოლოებები gmail.com ან yahoo.com).
Microsoft ანგარიშის შექმნის შემდეგ ჩვენ გამოგიგზავნით ელ. წერილს, რომელშიც გთხოვთ დაადასტუროთ, რომ ხართ თქვენს Microsoft აგარიშთან დაკავშირებული ელ. ფოსტის მისამართის მფლობელი. ყოველივე ამის მიზანია ელ. ფოსტის მისამართის დადასტურება და იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ელ. ფოსტის მისამართების მფლობელთა თანხმობის გარეშე ელ. მისამართების გამოყენება. ამის შემდეგ ამ ელ. ფოსტის მისამართს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ გამოგიგზავნოთ კორესპონდენცია Microsoft პროდუქტებისა და სერვისების თქვენს მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით; შეიძლება ასევე გამოგიგზავნოთ სარეკლამო ელ.წერილები Microsoft პროდუქციისა და სერვისების შესახებ, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენს მიერ სარეკლამო კორესპონდენციის მიღების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომუნიკაციებს.
თუ ეცდებით Microsoft ანგარიშში დარეგისტრირებას და აღმოაჩენთ, რომ სხვა პირი უკვე რეგისტრირებულია თქვენი სარეგისტრაციო მონაცემებით, თქვენი ელ. ფოსტის მომხმარებლის სახელის სახით მითითებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ, რომ სხვა პირმა აიღოს სხვა მომხმარებლის სახელი, რათა თქვენ შესძლოთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართის გამოყენება თქვენი სარეგისტრაციო მონაცემების შექმნისას.
პროგრამებში, საიტებსა და სერვისებში შესვლა თქვენი Microsoft ანგარიშის გამოყენებით.
როდესაც დარეგისტრირდებით საიტზე ან სერვისში თქვენი Microsoft ანგარიშის საშუალებით, ჩვენ შევაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას თქვენი პირადობის დასადასტურებლად ვებ-გვერდის ან სერვისის სახელით იმისათვის, რომ თავიდან აგაცილოთ თქვენი ანგარიშის უკანონო გამოყენება, ვუზრუნველყოთ Microsoft ანგარიშის სერვისის ეფექტურობა და უსაფრთხოება. მაგალითად, როდესაც რეგისტრირდებით, Microsoft ანგარიშის სერვისი ღებულობს და აღრიცხავს თქვენს სარეგისტრაციო მონაცემებსა და სხვა ინფორმაციას, როგორიცაა 64-ბიტიანი უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც ენიჭება თქვენს სარეგსტრაციო მონაცემებს, თქვენი IP მისამართი, თქვენი ვებ-ბრაუზერის ვერსია, დრო და თარიღი. გარდა ამისა, თუ იყენებთ Microsoft ანგარიშს მოწყობილობაზე ან იმ პროგრამაში რეგისტრაციისათვის, რომელიც დაყენებულია მოწყობილობაზე, ამ მოწყობილობას მიენიჭება თავისუფალი საიდენტიფიკაციო ნომერი; ეს თავისუფალი საიდენტიფიკაციო ნომერი გაეგზავნება Microsoft ანგარიშის სერვისს თქვენი სარეგისტრაციო მონაცემების ნაწილის სახით, როდესაც თქვენ შემდგომ შხვალთ საიტზე ან სერვისში თქვენი Microsoft ანგარიშით. Microsoft ანგარიშის სერვისი უგზავნის შემდეგ ინფორმაციას იმ საიტს ან სერვისს, რომელშიც დარეგისტრირდით: უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც საიტს ან სერვისს საშუალებას აძლევს, დაადგინოს ხართ თუ არა იგივე პირი, რომელიც გადადის სისტემაში შესვლია ერთი სესიიდან მეორეში; თქვენი ანგარიშისადმი მინიჭებული ვერსიის ნომერს (ახალი ნომრის მინიჭება ხდება ყოველთვის, როდესაც ცვლით თქვენს რეგისტრაციის ინფორმაციას), დადასტურებულია თუ არა თქვენი ელ. ფოსტის მისამართი და დეაქტივირებულია თუ არა თქვენი ანგარიში.
მესამე მხარის ზოგიერთი საიტი და სამსახური, რომლებიც გაძლევთ თქვენი Microsoft ანგარიშით სისტემაში შესვლის უფლებას, მოითხოვს თქვენს ელ. ფოსტის მისამართს იმისათვის, რომ უზრუნველგყოთ თავიანთი მომსახურებით. ამ შემთხვევაში როდესაც დარეგისტრირდებით, Microsoft უზრნველყოფს თქვენს ელ. ფოსტის მისამართს, მაგრამ არა საიტის ან სერვისის პაროლს. თუმცა, თუ შექმნილი გაქვთ სარეგისტრაციო მონაცემები საიტსა თუ სერვისში, მას შეიძლება შეზღუდული წვდომა ჰქონდეს თქვენს სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე იმისათვის, რომ ხელი შეგიწყოთ პაროლის გადაყენებაში ან სხვა მხარდაჭეეის მომსახურების უზრუნველსაყოფად.
თუ თქვენი ანგარიში მიიღეთ მესამე მხარისაგან, როგორიცაა სკოლა ან კომერციული საწარმო, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი თუ მართვადი დომეინის ადმინისტრატორი, ამ მესამე მხარეს შეიძლება ჰქონდეს თქვენი ანგარიშის მართვის უფლება, მათ შორის თქვენი პაროლის გადაყენების, თქვენი ანგარიშის ან პროფილის მონაცემთა გამოყენების ნახვის, თქვენი ანგარიშის შინაარსის წაკითხვისა და შენახვის ან თქვენი ანგარიშის მოქმედების შეჩერების თუ გაუქმების საშუალება. ამ შემთხვევაში დაექვემდებარებით Microsoft მომსახურების ხელშეკრულების და ამ მესამე მხარის გამოყენების ნებისმიერ დამატებით პირობებს. თუ თქვენ ხართ მართვადი დომეინის ადმინისტრატორი და თქვენი მომხმარებელი უზრუნველყავით Microsoft ანგარიშებით, პასუხისმგებელი იქნებით ყველა იმ საქმიანობაზე, რომელსაც ადგილი ექნება ამ ანგარიშების ფარგლებში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იმ საიტებსა და სერვისებს, რომლებიც უფლებას გაძლევთ დარეგისტრირდეთ თქვენი Microsoft ანგარიშით, უფლება აქვთ გამოიყენონ ან სხვებს გაუზიარონ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი ან სხვა თქვენს მიერ მიწოდებული პირადი ინფორმაცია, თავიანთი კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებების შესაბამისად. თუმცა მათ შეუძლიათ მესამე მხარეებს გაუზიარონ Microsoft ანგარიშის მიერ მათთვის მიწოდებული უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი მხოლოდ თქვენს მიერ მოთხოვნილი მომსახურების ან ტრანსაქციის შესასრულებლად. ყველა საიტი და სერვისი, რომელიც იყენებს Microsoft ანგარიშს, ვალდებულია გამოქვეყნებული ჰქონდეს კონფიდენციალურობის შესახებ განცხადება, თუმცა ჩვენ ზედამხედველობას არ ვუწევთ და არ ვაკონტროლებთ ამ საიტების კერძო საქმიანობას და მათ გააჩნიათ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობა. თქვენ ვალდებული ხართ, ყურადღებით გაეცნოთ თითოეული იმ საიტის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებას, რომელშიც რეგისტრირდებით, იმისათვის, რომ დაადგინოთ, თუ როგორ გამოიყენებს თითოეული საიტი ან სერვისი მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას.
თქვენი პირადი ინფორმაცია თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება, თუ შეხვალთ ანგარიშში. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მომხმარებლის სახელი, თუ Microsoft ანგარიში არ მიეკუთვნება მართვად დომეინს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ თქვენი პაროლი, ალტერნატიული ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და შეკითხვა და საიდუმლო პასუხი. ასევე შეგიძლიათ დახუროთ თქვენი Microsoft ანგარიში, თუ შეხვალთ ანგარიშში, და შემდეგ აირჩევთ "თქვენი ანგარიშის გაუქმება." თუ თქვენს ანგარიშს მართავს დომეინი, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი, შეიძლება არსებობდეს თქვენი ანგარიშის დახურვის სპეციალური პროცესი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ხართ MSN ან Windows Live მომხმარებელი, თუ შეხვალთ ანგარიშში, თქვენ შეიძლება გადაგამისამართონ ამ საიტების ანგარიშებში.
დამატებითი ინფორმაცია Microsoft ანგარიშის შესახებ ხელმისაწვდომია Microsoft ანგარიშის საიტზე.
შეიტყეთ დამატებითი ინფორმაცია შემდეგის შესახებ
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ კონფიდენციალურობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიიჩნიოთ (ან არ მიიჩნიოთ) მნიშვნელოვან ინფორმაციად. ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი აღწერს საერთო მეთოდებს, რომლებზეც გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ სულაც არაა აუცილებელი კონფიდენციალურობის შესახებ ყველა დებულება ხაზგასმით აღვნიშნოთ. ზოგიერთი მათგანი ძალიან ელემენტარულია (მაგალითად, ჩვენ სხვას გავუმჟღავნებთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონი), მაგრამ ჩვენი იურისტები ამის განცხადებას მაინც გვაიძულებენ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ინფორმაცია არ არის ჩვენი მუშაობის სრული აღწერა. ეს ყველაფერი, ერთად აღებული, წარმოადგენს უფრო სპეციფიკურ ინფორმაციას, რომელიც შედის იმ თითოეული Microsoft-ის პროდუქტისა და მომსახურების კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადში, რომლითაც სარგებლობთ.
ამ გვერდზე:
პირადი ინფორმაციის გაზიარება და გამჟღავნება
პროდუქტსა თუ მომსახურებასთან დაკავშირებით კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში აღწერილი გაზიარების გარდა, Microsoft-ს შეუძლია გაუმჟღავნოს პირადი ინფორმაცია შემდეგს:
ჩვენ შეიძლება ასევე გავუმჟღავნოთ პირადი ინფორმაცია, მათ შორის, თქვენი კომუნიკაციის შინაარსი:
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი საიტები შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარეების საიტების ბმულებს, რომელთა კონფიდენციალურობის დაცვის მეთოდები შეიძლება განსხვავდებოდეს Microsoft-ის მეთოდებისაგან. თუ რომელიმე ამ საიტს მიაწოდებთ თქვენს ინფორმაციას, ის დაცული იქნება ამ საიტების კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებების თანახმად. ჩვენი რჩევაა, გაეცნოთ იმ საიტების კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებას, რომლებშიც შედიხართ.
პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა
Microsoft-ის მიზანია თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების სხვადასხვა ტექნოლოგიებსა და პროცედურებს, რათა დაგეხმაროთ თქვენს ინფორმაციაზე უკანონო წვდომისა თუ მისი გამჟღავნებისაგან დაცვაში. მაგალითად, ჩვენ ვინახავთ თქვენ მიერ მოწოდებულ პირად ინფორმაციას იმ კომპიუტერულ სისტემებში, რომლებზე წვდომაც შეზღუდულია და რომლებიც იმყოფება კონტროლირებულ დაწესებულებებში. ინტერნეტით ძალზე კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემას (როგორიცაა საკრედიტო ბარათის ნომერი ან პაროლი) ვიცავთ დაშიფვრის საშუალებით, როგორიცაა დაცული ბუდეების (SSL) პროტოკოლი.
თუ თქვენი ანგარიშისა და პირადი ინფორმაციის დასაცავად გამოიყენება პაროლი, ვალდებული ხართ დაიცვათ მისი კონფიდენციალურობა. თქვენს პაროლს ნურავის გაანდობთ. თუ თქვენი კომპიუტერით სხვებიც სარგებლობენ, ყოველთვის გადით სისტემიდან, სანამ დატოვებდეთ ადგილს ან სამსახურს, იმისათვის, რომ თქვენი ინფორმაცია დაცული იყოს შემდგომი მომხმარებლის მიერ წვდომისაგან.
სად ხდება ინფორმაციის შენახვა და დამუშავება
Microsoft -ის საიტებისა და სერვისებიდან მოპოვებული პირადი ინფორმაცია ინახება და ტარდება შეერთებულ შტატებსა თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელშიც Microsoft-ს ან მის ფილიალებს, შვილობილ კომპანიებს თუ მომსახურების მომწოდებლებს გააჩნიათ ოფისები. Microsoft-ი იცავს შეერთებული შტატების „აშშ-ევროკავშირის უსაფრთხო ზონისა“ და „აშშ-შვეიცარიის უსაფრთხო ზონის“ კონცეფციებს, რომლებიც შემუშავებულია აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მიერ და ეხება ევროკავშირიდან, ევროპის ეკონომიკური ზონიდან და შვეიცარიიდან მიღებული მონაცემების გამოყენებასა და დაკავებას. „უსაფრთხო ზონის პროგრამის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და Microsoft-ის სერტიფიკატის სანახავად შედით საიტზე: http://www.export.gov/safeharbor/.
როგორც „უსაფრთხო ნავსადგურის“ პროგრამაში Microsoft-ის მონაწილეობის შემადგენელი ნაწილი, ჩვენს წესებთან და მუშაობასთან დაკავშირებული თქვენი დავების გადასაჭრელად ვიყენებთ დამოუკიდებელ მესამე მხარეს - TRUSTe-ს. თუ გსურთ TRUSTe-სთან დაკავშირება, ეწვიეთ ვებგვერდს: https://feedback-form.truste.com/watchdog/request.
Microsoft-ს შეუძლია შეინახოს თქვენი პირადი ინფორმაცია მრავალი სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება, დავების გადაჭრა, ჩვენი შეთანხმებების გატარება და თუ ეს განპირობებულია მომსახურების უზრუნველყოფის საჭიროებით. იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ შეიძლება თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომა, ეწვიეთ საიტს თქვენს ინფორმაციაზე დაშვება.
ცვლილებები ჩვენი კონფიდენციალურობის შესახებ დებულებებში
თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ დებულებებს დროგამოშვებით განვაახლებთ ხოლმე, რათა მათში აირეკლოს მომხმარებლის შენიშვნები და ჩვენს მომსახურებაში შეტანილი ცვლილებები. როდესაც გამოვაქვეყნებთ ცვლილებებს ჩვენს დებულებებში, დებულებების თავში შევასწორებთ „ბოლო განახლების“ თარიღს. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალურ ცვლილებას ექნება ადგილი კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ დებულებებში ან Microsoft-ის მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენების პირობებში, მათ ძალაში შესვლამდე მოხდება ამ ინფორმაციის გამოქვეყნება ან უშუალოდ გამოგიგზავნით შეტყობინებას ამის თაობაზე. ჩვენი რჩევაა, დროგამოშვებით შეამოწმოთ კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებები თქვენ მიერ გამოყენებულ პროდუქციასა და მომსახურებებთან დაკავშირებით იმისათვის, რომ შეიტყოთ, თუ როგორ იცავს Microsoft-ი თქვენს ინფორმაციას.
როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ
Microsoft-ის კონფიდენციალურობა, კორპორაცია Microsoft, One Microsoft Way, Redmond, Washington 98052 USA
თქვენს ქვეყანაში ან რეგიონში Microsoft-ის ფილიალის სანახავად ეწვიეთ საიტს: http://www.microsoft.com/worldwide/.
FTC კონფიდენციალურობის ინიციატივები
საშინაო უსაფრთხოება
Trustworthy Computing